გიგა ბოკერია - პრობლემები, რომლებიც ჩვენს ყველა მოქალაქეს უდგას, ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრას ამ ხელისუფლების დამარცხება სჭირდება

რეალურად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რა უნდა შეიცვალოს, როგორც კი ამ მთავრობას გავისტუმრებთ და ეს კამპანია ახლავე უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო პროპაგანდის საშუალებით ისე წარმოჩინდება სიტუაცია, თითქოს ოპოზიცია საზოგადოებისთვის პრობლემებურ და აქტუალურ თემებზე არ საუბრობს.

„პრობლემები, რომელიც ყველა ჩვენს მოქალაქეს უდგას, ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრას ამ ხელისუფლების დამარცხება სჭირდება. ოპოზიციას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს და მუშაობს ამაზე. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადების დაწევა, საწვავის ფასი და სხვა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო პროპაგანდა არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვსაუბრობთ განყენებულ თემებზე, რომელიც არ არის კავშირში ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებასთან. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა განეიტრალდეს, რეალურად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რა უნდა შეიცვალოს, როგორც კი ამ მთავრობას გავისტუმრებთ და ეს კამპანია ახლავე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კოორდინაციას, რა თქმა უნდა, გონივრული კოორდინაცია არის აუცილებელი, რომ მოხდეს იმის დემონსტრირება, ძალიან განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ საღი აზრის ფარგლებში ერთმანეთთან სართო ენის პოვნა. ეს ვრცელდება პირველ რიგში, მაჟორიტარებზე, სადაც მეორე ტური არ არის და ვრცელდება საკვანძო ადგილებში, თბილისის ჩათვლით, მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ეს შესაძლებელია განწყობითა და მოქალაქეების ენთუზიაზმით გაკეთდეს, რის შექმნაშიც პარტიებს გადამწყვეტი როლი აქვთ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია - პრობლემები, რომლებიც ჩვენს ყველა მოქალაქეს უდგას, ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრას ამ ხელისუფლების დამარცხება სჭირდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს