ირაკლი კობახიძე - ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს

ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს - გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია.

„ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე, ან ა.შ. ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. - ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს