ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისია ფარსია და იქ შესვლა იქნება ფარსის ლეგიტიმაცია - დარჩნენ თავის თავთან მარტო და იძიონ თავიანთი დანაშაული

საგამოძიებო კომისია არის ფარსი და იქ შესვლა იქნება იმ ფარსის ლეგიტიმაცია - დარჩნენ თავის თავთან მარტო და იძიონ თავიანთი დანაშაული,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში რომ კარგი არჩევნები ჩატარებულიყო, აღარც ამბიციური საარჩევნო რეფორმის მიღება გახდებოდა საჭირო, ხოლო არსებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა. რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ოპოზიციამ კომისიაში გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს, ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი სატყუარა, რადგან ასეთი ოპოზიციამ თავის დროზე მრავლად წარადგინა.

"დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა. არ ვაპირებთ, ამ ყალბ მოტივებს ლეგიტიმაცია მივცეთ. როცა ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჟვანიასთვის ბოდიშია მოსახდელი და ახლა კომისიას ამუშავებენ, ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ეს კომისია ყალბი მოტივებით არის შექმნილი. პრეცედენტი არ არსებობს, როცა არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ძალა თავის თავს იძიებს. ამიტომ, დარჩნენ თავის თავთან მარტო და იძიონ თავიანთი დანაშაული. სანდოობა კომისიას არ აქვს. ეს არის ფარსი და იქ შესვლა იქნება იმ ფარსის ლეგიტიმაცია, ამის არანაირი სურვილი არ არსებობს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა