არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია უარს ამბობს იმ ბრალდების გამოძიებაზე, რაც მათ ჰქონდათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო

დღეს რომ ოპოზიცია უარს ამბობს იმ ბრალდების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს არჩევნების შედეგების საგამოძიებო კომისიის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს არჩევნებისთვის და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა სურდათ, რაც დასრულებულია.

„პირველ რიგში, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი და საბოტაჟი ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ დასრულებულია. ეს შესაძლებელი გახდა მიშელის მედიაციით და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო და შექმილი იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს ოპოზიციას არჩევნებისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს არის დასრულებული. აქ დაისვა წერტილი და ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული. რაც შეეხება ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინსტუმენტებს, გახსოვთ, რომ ჩვენ შევთავაზეთ გადათვლა, რაზეც უარი მივიღეთ. შევთავაზეთ პარალელური დათვლის შედეგების შედარება ცესკოს შედეგებთან, ამაზეც მივიღეთ უარი. შევთავაზეთ სრულად და სრულფასოვნად გამოძიება ყველა იმ საჩივრის, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ამაზეც ოპოზიციის ნაწილმა თქვა უარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უარი პრაქტიკულად ნიშნავს აღიარებას, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, სამართლიანად. ეს მართლაც ასე იყო, რაც აღიარა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც. დღეს რომ ოპოზიცია უარს ამბობს იმ ბრალდების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა