ფრიდონ ინჯია საგამოძიებო კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ

„ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა უბნის ნომერი ლოტოტრონში უნდა მოთავსდეს და იქედან სპეციალურად დაქირავებულმა მთვლელმა ნომრები თავად ამოიღოს.

„10 რეგიონი გვაქვს თბილისის ჩათვლით, სადაც თითოში 12 საოლქო უბანია, ამ საოლქო უბნებში კიდევ არის უბნებიც, დაახლოებით, 40-45. როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ ყველა უბნის ნომერი ყუთში და დავატრიალოთ. მთვლელი ამოიღებს უბნების ნომრებს და დათვლის. თუ მოვილაპარაკებთ, რომ 50 უბანი უნდა გადავითვალოთ, იქნება 50, თუ არადა, 100. 100 უბანი განაწილდება 8 რეგიონზე და დასათვლელი იქნება 12-13 უბანი. ამით ჩვენ გარანტირებული ვიქნებით, რომ არ მოგვიძებნია რომელიმე უბანი, ან რაღაც მიკერძოებულად არ იყო. შემთხვევით შერჩევის პრინციპით ამოვარჩევთ ამ უბნებს“, - განაცხადა ინჯიამ.

მისივე თქმით, კომისიის ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს მივლინების თანხებიც. კერძოდ, რეგიონებიდან თბილისში კომისიების თავმჯდომარეების, მდივნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ჩამოსაყვანად, როცა მათ უწყება გაეგზავნებათ დათვლის პროცესზე დასასწრებად.

„ამ გადათვლაში უკვე მონაწილეობას მიიღებენ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც შედეგების ოქმს ხელი მოაწერეს“, - განაცხადა ინჯიამ კომისიის სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

იხილეთ ვიდეო:ფრიდონ ინჯია საგამოძიებო კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო