პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.

“დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ტარიელ ნაკაიძე ან „ევროპულ საქართველოს“ ან პარლამენტს დატოვებს. ჩვენ ბატონი ტარიელის ნაცვლად ვერ ვიმსჯელებთ. „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა რესურსი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ. ჩვენ ასევე დავგეგმეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ კამპანია. „ევროპული საქართველო“ ეცდება, კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ ძალასთან ჰქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ "ევროპული საქართველოს" სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო