აკაკი ბობოხიძე - ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა - არ ჩართვასთან ერთად, მომავალი ადგილობრივი არჩევნები და პარტიის სამომავლო გეგმა იყო.

მისივე ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე პარტიის წევრებმა და წარმომადგენლებმა მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციასა და ფორმატზე იმსჯელეს.

როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია ექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ იმ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.

„ჩვენ ასევე დავგეგმეთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ კამპანია აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით და ასევე ვიმსჯელეთ იმ ფორმატზე, რა ფორმატით გვაქვს „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს უფლება კოორდინაციაში და მოლაპარაკებებში შევიდეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა 43%-იანი ბარიერის პრობლემა და „ქართული ოცნების“ დამარცხების პრობლემა იქნას მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ამ ყველაფერს სჭირდებოდა ფორმატი, პოლიტსაბჭოს ნებართვა და ამ ფორმატსა და ჩარჩოებზე ვიმსჯელეთ დღეს. „ევროპული საქართველო“ ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ეცდება, რომ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოიცვას კოორდინაციამ ყველა პოლიტიკური ძალა. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, შევძლებთ იმას, რასაც შევძლებთ და კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ იმ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.

დღეს ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელსაც არანაირად ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს, მის დამარცხებას სჭირდება კოორდინაცია და კოორდინაცია არის სწორედ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა