გიგი უგულავა „ევროპულ საქართველოზე“ - როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი - მე ტარიელ ნაკაიძეს არ დავკარგავდი

როდესაც ბოიკოტი აღარ არის, როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო საყურებელი, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი, - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

უგულავას შეფასებით, ლოგიკურია, რომ პარტიის კიდევ ერთი წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შევიდა, თუმცა პარტიამ თავად გადაწყვიტა, რომ თანმიმდევრულობა ადამიანს ურჩევნია.

,,მე ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე არ ვიზიარებ, თუმცა ეს არსებითად მოცემულობას არ ცვლის. პოლიტიკური პროცესისთვის მთავარია, რას იზავს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ღირსეულად, კარგად და საინტერესოდ წარმოადგენდა პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მუსლიმია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია არჩეული, მას ძალიან სპეციფიური ამომრჩეველიც ჰყავს და საკმაოდ კარგი შედეგიც ანახა თავის ოლქში, მთიან აჭარაში.

გასაგებია, როდესაც მრავალპარტიული ბოიკოტი იყო, მაგრამ როდესაც ბოიკოტი აღარ არის, როგორც ერთპარტიული პარლამენტია ცოდო საყურებელი, ისევე ცოდო საყურებელია ერთპარტიული ბოიკოტი. ლოგიკურია, რომ ტარიელი შევიდა პარლამენტში, მგონი ეს პარტიასაც არ დაუძრახავს, თუმცა მათ თავად გადაწყვიტეს, რომ თანმიმდევრულობა ურჩევნიათ პრაგმატიზმს და ადამიანს, რომელიც ამ პარტიისათვის დაიკარგა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს ბოიკოტში „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, უგულავამ განაცხადა: „არანაირი“.

მისივე თქმით, „ბოიკოტი უბრალოდ პრინციპია“.

"იქნება მარტო ბოიკოტში და „ლეიბორისტული პარტია“. მოემზადება შემდეგი არჩევნებისათვის. 4-5 მანდატი ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“, როდესაც 4 ადამიანი შესულია, ბოიკოტი უბრალოდ პრინციპია. პარტიას უხდება პრინციპულობა, უბრალოდ მე ტარიელ ნაკაიძეს არ დავკარგავდი, მეტი არაფერი. ამ პარტიას სხვა უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევები აქვს, ვიდრე პარლამენტში ერთი თუ ორი კაცი ეყოლებათ. პარტიამ დიდი კრიზისი გაიარა, მე ამაზე საუბარი დავასრულე, როდესაც ჩემი გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა