მაკა ბოჭორიშვილი - დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი მზადაა, რომ ისევ აქტიურად იყოს ჩართული და გვქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. იგი მზადაა , რომ ევროპარლამენტი ისევ აქტიურად იყოს ჩართული და გვქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა. პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა დამკვირვებლების გამოგზავნა არჩევნებზე და ეს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებლების გამოგზავნა და მათი საქართველოში მიღება. სასიხარულოა, რომ სასოლიმ დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოში ვიზიტისადმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ის მოიწვია საქართველოში და ეს ვიზიტი შედგება", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა