გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენა, ეს არის ჩვენზე, იმ პოლიტიკოსებზე, ვინც პასუხისმგებლობა ავიღეთ შეთანხმების რეალიზებაზე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებას არ სჭირდება, მათ შორის, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის, ისე ამნისტიის შესახებ კანონის მიღების ნაწილში.

„შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი კვოტა არის. გამოცდილება და ცოდნა მეტი გვაქვს ჩვენ. თუ საქმის კეთება უნდათ, ცუდია - თქო ხომ არ ვამბობ. საქართველოს გადარჩენა აღარ არის დამოკიდებული კიდევ 30 კაცი შევა პარლამენტში თუ არ შევა. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენა, ეს არის ჩვენზე, იმ პოლიტიკოსებზე, ვინც პასუხისმგებლობა ავიღეთ შეთანხმების რეალიზებაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით არის დაგეგმილი უპრეცედენტოა საქართველოსთვის, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ვაშაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების მასშტაბურ რეალიზებას აქვს თავისი რისკები, თუმცა ოპოზიცია მზადაა ამ რისკების მისაღებად, რადგან ეს მათი ინიცირებულია ცვლილებებია და არა „ქართული ოცნების“.

„ასეთი ფუნდამენტური რეფორმა არ ყოფილა საარჩევნო სისტემაში. დღეს ჩვენთან არის საბჭოთა კავშირიდან წამოსული საარჩევნო სისტემა. პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ როგორც პროცედურულად, ასევე ტექნოლოგიურად იმდენად ვაახლებთ საარჩევნო პროცესს, რომ ნდობა ყოველ შემდგომ არჩევნებზე იქნება უფრო მაღალი მოქალაქეების მხრიდან შედეგებთან მიმართებით. მანიპულაციას ვეღარ შეძლებს ვერავინ, ოღონდ ოქტომბერი არის ამის პირველი ტესტი და საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნებზე დაინერგება ყველაფერი.

ტექნოლოგიებზე რომ გვქონდა საუბარი, იყვნენ იქ უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ყველა ტექნოლოგიის მასშტაბური რეალიზება არის რისკი, რომ რაღაცამ შეიძლება არ იმუშაოს, მაგრამ მე პირდაპირ ვუთხარი, რომ რადგან ჩვენი მოფიქრებულია ეს მოდელი და არა „ქართული ოცნების“, ჩვენ ამ რისკს ჩვენს თავზე ვიღებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ, ჩასაფრებულის პოზიციაში იქნებიან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს