არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 6 მაისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საქართველოში, საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რამადანი 2021-ის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 160 სასურსათო ყუთი გადაეცა მათი თემის წარმომადგენელთათვის დასარიგებლად. აღნიშნული ინიციატივა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბრძენი მეთაურების დირექტივებზე დაფუძნებული საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა.

საქველმოქმედო აქციას, რომელიც თბილისში, მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში გაიმართა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, შეიხი რამინ იგიდოვი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მუნირა ალმარზუქი ესწრებოდნენ.

მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

თავის მხრივ, ქალბატონმა ალმარზუქიმ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომ საელჩოს მისცა შესაძლებლობა და გაუწია შუამდგომლობა, დახმარებოდა საჭიროების მქონე მუსლიმ ოჯახებს კურთხეული რამადანის თვის განმავლობაში და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა.

გარდა ამისა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მუდმივ ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს მეგობარ ქვეყნებს და ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის, რომელმაც არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მიკუთვნებულობისა. ასევე აღნიშნა, რომ საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წევრია, 1983 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰუმანიტარული საქმიანობის მხრივ წამყვან ორგანოდ იქცა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა