ლანა გალდავა - გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი , - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს.

ლანა გალდავა ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.

“დღეს, 19 მაისს, 5 წელი გავიდა სოფელ ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ვერაგულად და დემონსტრაციულად მოკვლის ფაქტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა დაპირება მკვლელების დასჯასთან დაკავშირებით, ისინი კვლავ თავისუფლებაში რჩებიან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ყველა საერთაშორისო ფორმატი გამოიყენებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ფაქტების დასაფიქსირებლად და მათზე რეაგირების მოსახდენად.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის ოჯახს!”, - წერს ლანა გალდავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა