კარლ ჰარცელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ხვდება

ევროკავშიროს ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, უმაღლესმა საბჭომ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეძლეს განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, აგრეთვე თანამედროვე, ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრება.

მათივე ცნობით, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელჩის შეხვედრები ეკონომიკის, სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან. ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდება აჭარის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა