ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, თითქოს „ევროპელი სოციალისტები“ ცდილობენ მიისაკუთრონ „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ევროპელი სოციალისტები“ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრის მისაკუთრებას ცდილობენ. ფრიდონ ინჯიას განმარტებით, წინა, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს განსაზღვრავს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“, აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ ისმის, „უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიაჩნიათ“.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც განსაზღვრავს საპარლამენტო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სრულად ახალ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ პრინციპიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ საკუთარი პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის მხარს უჭერენ მიმდინარე საპარლამენტო და საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი ევროპელი მეგობრების, კერძოდ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა