კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ. ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერი მას შემდეგ მოეწყო, რაც ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიასთან თბილისის მერიამ შეთანხმებას მიაღწია და ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

პროექტის შედეგად, 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო, სამუშაოები კი კომპანიამ - „გრინსერვისი +“ შეასრულა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო