კახა კალაძე - თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ადრეა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი, ჯერ ადრეა.

კალაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები 4-5 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

,,როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ 4-5 თვით ადრე თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ადრეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის მერობის ერთიან კანდიდატურაზე „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, თბილისის მერობაზე ყველა წარდგენილ კანდიდატურას პატივს სცემს და არავის შეფასებას არ აპირებს.

,,ყველა კანდიდატს, ვინც იქნება თბილისის მერობაზე წარდგენილი პატივს ვცემ, არავის შეფასებას არ ვაპირებ. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, აფასებს სიტუაციას და საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებას შემოდგომაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო