საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 20 მაისს გაიმართება.

სხდომაზე კომისიის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა კი 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს