გიორგი ვაშაძე - აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით

აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით - გამოძიებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ და საგამოძიებო კომისიის შექმნამდე, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია მათ არ მივცეთ საშუალება არიონ საკანონმდებლო პროცესი, მისაღები გვაქვს საარჩევნო კოდექსი, თვიმმართველობის ორგანულ კანონში ცვლილებები და მისაღები გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით, გამოძიებული იქნება 2020 წლის არჩევნები, ჩემი აზრით, ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც იყო გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ახლა მე შევიდე მათ მიერ წამოწყებულ საგამოძიებო კომისიაში, მათ მიერ დადგენილ პროცედურებში მივიღო მონაწილეობა, ამას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დადგება დრო, 50 ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, ჩვენ მოვახდენთ ახალი საგამოძიებო კომისიის ინიცირებას და ჩვენ გამოვიძიებთ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2018 წლის საპდეზიდენტო არჩევნებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა