იდეების კონკურსის GreenOvation მე-2 ეტაპი 25 მაისს დასრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ინიციატივით დაწყებული იდეების კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge) გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს სატყეო სექტორში არსებული მთავარი გამოწვევები. ასევე, მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, მათი ინოვაციური და ეკომეგობრული გადაჭრის გზები მოიძებნოს.

ამასთან, 25 მაისს, კონკურსის მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე შერჩეული გამოწვევების გადაჭრის გზების წარდგენა დასრულდება.

„კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განაცხადები ასახავდა ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტუალურ საკითხებს, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების ენთუზიაზმს, აქტიურად ჩაერთონ მნიშვნელოვანი პრობლემების გარემოსადმი მეგობრული, მწვანე და ინოვაციური ხედვითა და მეთოდებით მოგვარების პროცესში.

კონკურსის „GreenOvation” პირველ ეტაპზე შეირჩა 9 გამოწვევა, რომელთა შესახებაც ინფორმაცი განთავსებულია ვებგვერდზე:

https://greenovation.hypeinnovation.com/servlet/hype/IMT?userAction=BrowseCurrentUser&templateName=MenuItem

25 მაისამდე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობა მიიღოს. ასევე, შერჩეული 9 გამოწვევის მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტის გზები წარმოადგინოს.

კონკურსის ფარგლებში, გამოვლინდება 9 გამარჯვებული - 3 გამარჯვებული თითო ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლებსაც, პროექტების განსახორციელებლად, გრანტის სახით თანხა 10 000 ევრომდე ოდენობით, წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად გადაეცემათ.

იდეების კონკურსი „GreenOvation” საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემოსდაცვითი პროგრამის, „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" (ECOserve) ფარგლებში ტარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა