FAO და ევროკავშირი, პანდემიის პირობებში, მეფუტკრე ქალებს თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად ტრენინგებს ატარებენ

საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ინტერესდება მეფუტკრეობით, რადგან ეს დარგი COVID-19 პანდემიის პირობებში სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.

მათივე ცნობით, FAO და ევროკავშირი, პანდემიის პირობებში, მეფუტკრე ქალებს თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად ტრენინგებს ატარებენ.

„რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ მეფუტკრე კაცი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთად ეს სხვანაირად არის“, - განაცხადა მეფუტკრემ, ქეთევან ბლუიშვილმა.

„ამასთან, ზოგ რეგიონში მეფუტკრეობა ქალებისთვის აკრძალული საქმიანობაა, ქეთევან ბლუიშვილისთვის კი - ეს ოჯახური ტრადიციაა. მისი მშობლები მეფუტკრეები იყვნენ და მან, ეს ოჯახური საქმიანობა 2009 წელს გადმოიბარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„რთულია თქმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის საკუთარი შემოსავლის წყაროს არსებობა“, - აღნიშნა ბლუიშვილმა.

„COVID-19 პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმი და ტრადიციული კახური პროდუქტის - ღვინის გაყიდვებმაც იკლო. ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. ფინანსური პრობლემების მქონე ბევრ ოჯახში, შემოსავლის მთავარი მომპოვებლები ქალები გახდნენ.

პანდემია სოფლებშიც აქტიურად გავრცელდა და ადგილობრივმა ფერმერებმა მნიშვნელოვნად იზარალეს. ამ დროს ქეთევანმა საკუთარი მაგალითით და რჩევებით ბევრ ადგილობრივ ქალს თაფლის საკუთარი წარმოება დააწყებინა, რამაც დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენა განაპირობა.

FAO დაუკავშირდა ქეთევან ბლუიშვილს, როგორც ადგილობრივი თემის ლიდერს და ფერმერთა საველე სკოლაში მონაწილეობა შესთავაზა. სადაც მეფუტკრეებმა ამ სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო გამოცდილების შესწავლა შეძლეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მე 30 სკით დავიწყე თავის დროზე, ახლა 120 სკა მაქვს და კიდევ მეტის დამატებას ვაპირებ“, - აღნიშნა ქეთევან ბლუიშვილმა.

„ის სხვა ქალ მეფუტკრეებსაც ეხმარება ტრენინგებში ჩართვაში. FAO-ს მხარდაჭერით, ტრენინგებისა და საჭირო დანადგარების გადაცემის წყალობით, ზოგმა ადგილობრივმა ქალმა ნოლიდანაც დაიწყო თაფლის წარმოება. ჩვენ, ადგილობრივ ქალებს, საკუთარი საქმის დაწყების დიდი მოტივაცია გვაქს. ძალიან გვინდა წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოცდილი ტრენერებისგან სწავლა. COVID-19 პანდემიის პირობებში, სულ უფრო მეტი ქალი, ოჯახში შემოსავლის ერთადერთი შემომტანი გახდა. თანამედროვე მეფუტკრეობა შემოსავლის მდგრადი წყარო შეიძლება გახდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თაფლისა და ფიჭის წარმოების თანამედროვე მეთოდების ცოდნის ნაკლებობა საქართველოში მეფუტკრეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს პროდუქციის ხარისხზე და გაყიდვებზე მოქმედებს“, - აღნიშნა საქართველოს მეფუტკრეობის ასოციაციის თავჯდომარემ და FAO-ს მოწვეულმა ტრენერმა, თეიმურაზ ღოღობერიძემ.

ექსპერტი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე ხელსაწყოების, ბრენდირების და ადგილობრივად და საექსპორტოდ გაყიდვების უნარების ნაკლებობა, ასევე როგორც ბოლო დროს გავრცელებული მავნებლები და დაავადებები, დარგის განვითარებას ხელს უშლიან.

„საქართველოს სოფლის მეურნეობა დასაქმებული მოსახლეობის 40%-ზე მეტის დასაქმების სფეროა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირი და FAO, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მხარს უჭერენ სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება, საქართველოში ENPARD-ის ძირითადი მიზანი - სოფლად სიღარიბის დაძლევაა. ამ პროგრამის ფარგლებში, FAO სახელმწიფო უწყებებს ტექნიკურ დახმარებას აწვდის და კერძო ფერმერებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს ინვესტიციების მოზიდვასა და ცოდნის ამაღლებაში ეხმარება.

ამჟამად, FAO-ს 80-ზე მეტი, ბოსტნეულის, რძის და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთი და 10 ფერმერთა საველე სკოლა აქვს საქართველოში. 1200-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გაიარა FAO-ს აგრონომების საველე ტრენინგები. ამ ფერმერთა 25%-ს ქალი ფერმერები შეადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენი პრიორიტეტია, უფრო მეტი ფერმერის, განსაკუთრებით ქალების ჩართვა ტრენინგებში. ჩვენ გვსურს, სამუშაო, რომელსაც ვეწევით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლები სახით, საბოლოოდ, თვითონ მოწინავე ფერმერებს გადავაბაროთ, რათა მათ გააგრძელონ სამომავლოდ ეს საქმე და სხვა ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარება შეძლონ. FAO-ს ტექნიკური დახმარებით, ჩვენს ფერმერებს მეტი და უკეთესი პროდუქციის უფრო მდგრადი წესით წარმოებისკენ ვუბიძგებთ“,- განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

„ამასთან, ქეთევან ბლუიშვილმა სამომავლო გეგმებშია, ჩამოაყალიიბოს ადგილობრივი თემის ქალი მეფუტკრეების კავშირი, რათა მათ ერთი ბრენდის ქვეშ აწარმოონ თაფლი და ბაზრის უფრო დიდი წილი დაიკავონ.

დამმტვერავი ცხოველები, 115 ყველაზე გავრცელებულ სოფლის მეურნეობის კულტურებს შორის, 87-ს მოსავლის რაოდენობას ზრდის. ამის მიუხედავათ, დამტვერავი ცხოველების მნიშვნელობა სათანადოდ არ არის დაფასებული და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ფუტკრის საერთაშორისო დღეს, 20 მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ იმ ღვაწლს, რომელიც ფუტკარსა და სხვა დამმტვერავ მწერებს საკვების უსაფრთხოებაში შეაქვთ. დამტვერავები, მათ შორის, ფუტკრები, ჩიტები და ღამურები, მსოფლიოში მოყვანილი მოსავლის ზრდის 35 პროცენტს უზრუნველყოფენ. ისინი 115 ყველაზე გავრცელებულ სოფლის მეურნეობის კულტურებს შორის, 87-ის წარმოებაში მონაწილეობენ.

ამის მიუხედავათ, დამმტვერავი ცხოველების მნიშვნელობა სათანადოდ არ არის დაფასებული და ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მდგრადი მეფუტკრეობა და ველური დამმტვერავი ცხოველების დაცვა, მსოფლიო საკვების უსაფრთხოებისთვის და თემების კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. COVID-19 პანდემიის დროს, FAO თემებს საარსებო წყაროების დაბრუნებაში ეხმარება, ამასთან ერთად, ორგანიზაცია ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების აღდგენის უჭერს მხარს. გაიგეთ მეტი მსოფლიო ფუტკრის დღის და ამ მისიაში თქვენი მონაწილეობის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს