კახა კალაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას საკითხის წამოწევა მაშინ შეიძლება, თუ მას „რაიმე დანაშაული აქვს და არასწორ ქმედებებში წვლილი მიუძღვის“

არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება მოვისმინეთ. თუ რაიმე დანაშაული აქვს და რაიმე არასწორ ქმედებებში წვლილი მიუძღვის, მაშინ ამ საკითხის წამოწევა შეიძლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას თვითმმართველობის არჩევნებზე თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე იქნება თუ არა.

მისივე თქმით, ოპოზიციას თამარ ჟვანიას წინააღმდეგ კონკრეტულად რა თემები აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„მე არ ვიცი, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ რა კონკრეტული თემები აქვთ. ჩვენ არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება მოვისმინეთ. თუ რაიმე დანაშაული აქვს და რაიმე არასწორ ქმედებებში წვლილი მიუძღვის, მაშინ შეიძლება ამ საკითხის წამოწევა", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კალაძის განცხადებით, თუ თამარ ჟვანიას რაიმე დანაშაული აქვს, მაშინ ამ საკითხის წამოწევა შეიძლება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს