მოძრაობა "დროა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ეს ე.წ. კლანს ხელს უწყობს

პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს ე.წ. კლანს, შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატები, „რომლებიც შემდეგი 4 წლიანი ვადის განმავლობაში მხარს დაუჭერენ “კლანის” ყველა გადაწყვეტილებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი ცვლილებებით ეჭვქვეშ დგება მართლმსაჯულების სისტემაში რეალური ცვლილებების განხორციელების საკითხი.

„2021 წლის 26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ, რათა ჩაანაცვლონ საბჭოს ის წევრები, რომელთაც ვადა ეწურებათ.

19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ხელმოწერილი შეთანხმების უმნიშვნელოვანესი პუნქტი ეხება მართლმსაჯულების რეფორმას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღიარეს სასამართლო სისტემაში არსებული ძირეული პრობლემები.

როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვეთაა, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობითა და გამჭვირვალედ წარიმართოს.

ახლო მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრს გასდის საბჭოში მუშაობის 4 წლიანი ვადა. 26 მაისს ჩანიშნულ რიგგარეშე კონფერენციაზე წყდება ახალი მოსამართლე წევრების არჩევის საკითხი, რომელშიც ფართო საზოგადოება ისევ არ არის ჩართული.

დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარეობს დაჩქარებულ ვადებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელს უწყობს ე.წ. კლანს, შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატები, რომლებიც შემდეგი 4 წლიანი ვადის განმავლობაში, მხარს დაუჭერენ “კლანის” ყველა გადაწყვეტილებას.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” მიიჩნევს, რომ დაგეგმილი რეფორმისა და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება არ ითვალისწინებს არსებულ მოცემულობას და აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რაც, კიდევ ერთხელ, აყენებს ეჭვქვეშ მართლმსაჯულების სისტემაში რეალური ცვლილებების განხორციელებას“,-ნათქვამია “დროას” განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო