ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გ.ჟ-ს კუთვნილ ტვირთს, მებაჟე ოფიცრების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ეჭვის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

„უფლებამოსილი პირის მიერ, ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ საქონელთან ერთად, 48 400 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული პროდუქცია გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა