26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს

26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
  • ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა;
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
  • რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ზოგად რეკომენდაციებსაც ავრცელებს, კერძოდ:

  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
  • ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით;
  • მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
  • ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო