ISFED- ის აღმასრულებელი დირექტორი - მნიშვნელოვანია, როგორ გადაწყდება საარჩევნო დავების საკითხი, რადგან აქ წინა არჩევნების დროს საკმაოდ შემაფერხებელი გარემოებები იყო

ჯერ კიდევ არის კითხვის ნიშნები საბოლოოდ როგორ გაიწერება ეს დოკუმენტი - ალბათ ეს დოკუმენტი მორგებული იქნება მხოლოდ ამ არჩევნებისთვის და შემდეგ ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები შესატანი საარჩევნო კოდექსში, - ამის შესახებ ISFED- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა იყოს გამჭვირვალე.

"ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია ის, რომ მოხდება დაბალანსება და აღარ იქნება მიბმული მაგალითად პარტიების წარმომადგენლები მანდატზე და ყველა პარტიას ეყოლება წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციაში. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორად და დეტალურად გაიწეროს თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის შერჩევა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის კომისია, რომელი კომისიაც წარუდგენს პრეზიდენტს და პარლამენტს პროფესიულ წევრებს, ამიტომ ჯერ კიდევ არის კითხვის ნიშნები საბოლოოდ როგორ გაიწერება ეს დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ საოლქო საარჩევნო კომისიების არჩევა იყოს გამჭვირვალე და აქაც პროფესიული წევრები, რომლებიც შეირჩევიან მათი შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და დასაბუთებული, შესაძლებელია, რომ ინტერვიუებიც მოხდეს ამ ადამიანებთან და არ მოხდეს ისეთი ადამიანების არჩევა, რომელთა მიმართ ნდობა არ არის მაღალი, ან არ ვიცით, რატომ მოხდა თითოეული ოლქის წევრის არჩევა. მნიშვნელოვანია ასევე, როგორ გადაწყდება საარჩევნო დავების საკითხი, რადგან აქ იყო საკმაოდ შემაფერხებელი გარემოებები წინა არჩევნების დროს. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს დოკუმენტი მორგებული იქნება მხოლოდ ამ არჩევნებისთვის და შემდეგ ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება ცვლილებები შესატანი ამ საარჩევნო კოდექსში", - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს