კობა გვენეტაძემ უხუცეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უხუცეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.

მათივე განმარტებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს და სპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი დოლაბერიძეს და საქართველოდან პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანს უმასპინძლა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მონეტის შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვუმასპინძლო ლეგენდარულ ძალოსანს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონს, რაფაელ ჩიმიშკიანს. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა