ირაკლი ღარიბაშვილი - პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატით

ჩემი კოლეგა პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FIთUღ-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა