სერგო ჩიხლაძე - ჟვანია რომ გადადგეს და ჭიჭიკო დაინიშნოს, ის ხომ იგივე ხაზის გამტარებელი იქნება, მექანიზმი თუ არ შევუცვალეთ? - „ოცნების“ კრიტიკა არ მეზარება, მაგრამ კარგია, რომ თანხვედრა მოხდა საარჩევნო საკითხებში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია საკუთარი ნებით დატოვებს თანამდებობას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომ საარჩევნო მანიპულაციები აღარ მოხდეს.

“წარმოვიდგინოთ, დღეს საღამოს გაეხსნა გონება თამარ ჟვანიას და დაწერა გადადგომაზე განცხადება, პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია თამარ ჟვანია 2, ვიღაც სხვა, ეს შეცვლის რამეს, თუ სისტემა არ შეიცვალა? ის ხომ ისევ გააყალბებს. თვითონ თუ გადადგება, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ჩვენ თუ მექანიზმს შევცვლით და გამოვაცლით ამ ბერკეტს, თამარ ჟვანიაც რომ გადადგეს და მეორე თამარ ჟვანია დაინიშნოს, მაგალითად, ჭიჭიკო პეტრიაშვილი, ხვალ ის ხომ იმ ხაზის იგივე გამტარებელი იქნება. მექანიზმი თუ არ შევუცვალეთ, სახელს და გვარს რამე მნიშვნელობა ექნება? ამიტომ არის, რომ მექანიზმი, ბერკეტები, შემადგენლობა თუ იცვლება, თამარ ჟვანია, რომელიც არც მე და არც სხვას არ მოგვწონს, მისი არსებობა გაყალბების ან მანიპულაციების კუთხით აზრს კარგავს. ვფიქრობ, ეს მექანიზმები უნდა შევცვალოთ. აქედან გამომდინარე, ე.წ. თამარ ჟვანიების არსებობა აზრს დაკარგავს. მე ბევრ რამეში არ მეზარება „ქართული ოცნების“ კრიტიკა, მაგრამ, კარგია, რომ საარჩევნო პუნქტების შესრულებაზე წამოვიდნენ და თითქმის აბსოლუტური თანხვედრა მოხდა ამ საკითხებში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

იხილეთ ვიდეო:ვთქვათ, პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია თამარ ჟვანია ორი, ვიღაცა სხვა, ეს შეცვლის რამეს, თუ სისტემა არ შეიცვალა? - სერგო ჩიხლაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა