დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში  ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს. პროექტს, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტის განხილვა შაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება. მომავალ კვირაში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.

დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა.

როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმის გატარება შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო