პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ბორჯომის N1 ქარხანასთან გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერ აქციას გამართავენ

21 მაისს, ბორჯომის N1 ქარხანასთან სოლიდარობის მასშტაბური აქცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 21 მაისს, 16:00 საათზე, ბორჯომის N1 ქარხანასთან ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები სს ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

აქციას შეუერთდება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

პროტესტი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა - თუ სს „ბორჯომის“ ადმინისტრაცია უახლოეს ვადებში დასაქმებულების მოთხოვნების შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადაგამს, მომდევნო აქციაში პროფკავშირების გაერთიანება თავის სრულ ადამიანურ რესურსებს გამოიყენებს.

„შეგახსენებთ, 18 მაისს, ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები კანონიერად გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აგრეთვე დასვენების და შესვენების უფლებას, ზეგანაკვეთური ანაზღაურებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთვის მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებდნენ. გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.

გაფიცვაში მონაწილეობას 400-მდე დასაქმებული იღებს, შედეგად სრულად გაჩერებულია ორივე ქარხნის მუშაობა. გაფიცვის ორი დღის განმავლობაში, კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას, ადმინისტრაციისგან გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას, კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო», - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა