კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა კვოტები იცვლება

პარლამენტში ახალი ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა კვოტები იცვლება.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ახალი რეალობიდან გამომდინარე 13-წევრიან კომიტეტებში მმართველი პარტია 7 წევრით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციურ წარმომადგენლობებს კი 6 წევრი ეყოლებათ.

უფრო კონკრეტულად, 13-წევრიან კომიტეტში - ფრაქცია „ქართული ოცნება“ 7 წევრით იქნება წარმოდგენილი, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“- 1 წევრით, უფრაქციო წევრები კი 5 წევრით იქნებიან წარმოდენილები.

„იმის გამო, რომ პარლამენტში შეიქმნა ახალი ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, დადგა აუცილებლობა, რომ კომიტეტებში, საპარლამენტო დელეგაციებსა და საპარლამენტო კომისიებში მომხდარიყო გადახედვა კვოტების. 16 კომიტეტი ნარჩუნდება, თუმცა ახალი მოცემულობიდან გამომდინარე წევრთა რაოდენობა გადანაწილდება შემდეგნაირად - 13-წევრიან კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ 7 წევრით იქნება წარმოდგენილი, ფრაქცია „ლელო“-1 წევრით, უფრაქციო წევრები 5 წევრით იქნებიან წარმოდენილები. 13-წევრიან კომიტეტში 7 წევრი ეყოლება მმართველ პარტიას და 6 წევრი ეყოლება ოპოზიციურ წარმომადგენლობებს,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრების რაოდენობა 8-დან 10-მდე გაიზარდა, აქედან 5 წევრი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, 5 წევრი კი - ოპოზიციის, საიდანაც ფრაქცია „ლელოს“ 1 კვოტა ექნება.

ცვლილებები შეეხო საპარლამენტო არჩევნების შემსწვალელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასაც, რომელიც 4-დან 6 წევრამდე გაიზარდა, აქედან უმრავლესობას - 3 და ოპოზიციას 3 წევრი ეყოლება, საიდანაც ფრაქცია „ლელოს“, ასევე 1 კვოტა ექნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს