ლევან ბეჟაშვილი - "ოცნება" იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას და სხვა არასაპარლამენტო პარტიებს და მათი ჩართულობის გარეშე ხდება „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული პროექტი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია.

„ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ასევე სხვა ოპოზიციურ არასაპარლამენტო პარტიებს და მათი ჩართულობის გარეშე ხდება „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობა. ჩანს, რომ თითქოს მხოლოდ ის არის მთავარი საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება თუ არა ოპოზიციიდან მოადგილე. გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები არ არის ჩადებული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიაშია წარდგენილი. პრაქტიკულად, იგივე სისტემა ნარჩუნდება, მათ შორის ცესკო-ს არსებული შემადგენლობა, რომელმაც ერთხელ გააყალბა არჩევნები. ჩვენ, ბუნებრივია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებს, გავუგზავნით მათ შორის ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, რადგან ეს პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია. მთავარია სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები, არჩევნების დღეს გაწერილი პროცედურები, კერძოდ, ის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს ოპოზიციური კომისიის წევრების გაძევების უფლება და მთელი რიგი საკითხებია, ტექნიკური დეტალები, რომელიც კანონპროეტში გაიწერება და ვენეციის კომსიას წარედგინება", - აცხადებს ბეჟაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა