საქართველოს ფოსტამ პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ საფოსტო მარკა გამოსცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ საფოსტო მარკა გამოსცა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2020 წელს საქართველო, პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, ევროპელ მკვლევართა ღამეს პირველად შეუერთდა და სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება საფოსტო მარკის გამოცემა, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ატრიბუტს წარმოადგენს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი საფოსტო მარკა 10 000-იანი ტირაჟით გამოიცა და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებშია ხელმისაწვდომი. მარკის დიზაინზე გიორგი მამულაიშვილმა იმუშავა.

„მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს 6 ქალაქში არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობა ჩატარდა. საქართველო ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე,“- ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს