შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პარტიას 3% ნდობა აქვს მიღებული მოქალაქეებისგან

შეიძლება თქვენ არ ენდობოდეთ, თუმცა მოდით, ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პარტიას 3% ნდობა აქვს მიღებული მოქალაქეებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს ნდობას, თუ პროფესიული წევრები რეალურად პროფესიულები და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები იქნებიან.

პაპუაშვილის განცხადებით, თუკი არსებობს პრეტენზიები, ამისთვის საგამოძიებო კომისია არსებობს.

„რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის საკითხიც მნიშვნელოვანია, თუმცა მგონი არ უნდა გადავაჭარბოთ მნიშვნელობას და არ უნდა წარმოვაჩინოთ საკითხი ისე, თითქოს რეფორმის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს კადრები, რომ კადრები ყველაფერს წყვეტენ. არის ადამიანი და არის პრობლემა, არ არის ადამიანი და არ არის პრობლემა - ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ასეთი მიდგომები არ არის სწორი მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, რეფორმაზე და ა.შ. რაც შეეხება ცესკო-ს წევრებთან დაკავშირებით, აღვნიშნავ, რომ ამ საკითხზე იყო არაერთი მსჯელობა ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში, იყო მცდელობა, რომ წარმოსახულიყო თითქოს, 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არის ასახული, მათ შორის, თქვენი ფრაქციის მხრიდანაც იყო ეს მცდელობა, რომ ასე განმარტებულიყო და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ევროკავშირის ელჩსაც კი მოუწია ამაზე განმარტების მოცემა, რომ ეს არ იყო შეთანხმების ნაწილი და ამით ვფიქრობ პასუხი აქვს გაცემული ყველა იმ საკითხს, რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას.

რაც შეეხება ზოგადად ნდობა, არ ნდობას - შეიძლება თქვენ არ ენდობოდეთ, მოდით ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პარტიას 3% ნდობა აქვს მიღებული მოქალაქეებისგან - არ ვიცი რამდენად სწორი არის თქვენის მხრიდან საზოგადოების სახელით საუბარი. თუკი არსებობს პრეტენზიები, არის საგამოძიებო კომისია სადაც თქვენ პირადად შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, გამოიძახოთ, დაიბაროთ მათ შორის ცესკო-ს ის წევრები, დაუსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და ამით თქვენც დარწმუნდეთ, საზოგადოებაც დაარწმუნოთ ან გადაარწმუნოთ იმასთან დაკავშირებით, იმსახურებენ თუ არა არსებული პირები ნდობას.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამ 8- თვიანი პერიპეტიების შემდეგ ჩვენ ყველას თანაბრად განცდილი გვაქვს სხვადასხვა ჯგუფის მიერ რისხვა და ვფიქრობ, რომ ადამიანის მიზანში ამოღება არ არის სწორი, ეს უნდა მოვიცილოთ რამენაირად ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათ შორის, თამარ ჟვანიას მიმართ ნოემბრის პირველ დღეებში არსებულ პირდაპირ სიტყვიერ შეტევებს სოციალურ ქსელსა თუ სხვა საშუალებებით. მერწმუნეთ და ყველას მოვუწოდებ მინიმუმ დაელაპარაკეთ ქალბატონ თამარს, რას განიცდიდა ის იმ დღეებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა