გია ხუხაშვილი - პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამბებში, თითქოს არანაირი პრეისტორია არ ყოფილა - 6 თვე რატომ იყვნენ ქუჩაში  თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა?

პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს არანაირი პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა? შესულიყვნენ პირველივე დღიდან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, პარლამენტში შესულ ოპოზიციას ახლა „სახის შენარჩუნების“ ამოცანა აქვს და „ალეკო ელისაშვილის მსგავსი ტექსტებით დაიწყეს საუბარი“. მისივე თქმით, ოპოზიციის „მორიგი სიბრიყვე“ იქნება, თუ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამართულ კამპანიაში მთავარ სამიზნედ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და „ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერ ლევან ვასაძეს ამოიჩემებენ.

,,ოპოზიციის მორიგი სიბრიყვე იქნება თუ ისინი მთავარ სამიზნედ ამოიჩემებენ გახარიას და „თვალთხარიაზე“ ააწყობენ საკუთარ კამპანიას. აქეთ კიდევ ვასაძეს ფაშისტს დაუძახებენ, ეს იქნება მორიგი სიბრიყვე. ეს ორი ცენტრი არ იქნება მათი ელექტორალური კონკურენტი, მათი სამიზნე არის მხოლოდ ხელისუფლება. გახარია და ვასაძე ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირეები უფრო არიან, ვიდრე მათი ოპონენტები.

მათ აქვთ სახის შენარჩუნების ამოცანა, ისევე როგორც ელისაშვილს. ელისაშვილის ტექსტებით დაიწყეს ლაპარაკი, მისი მოტივიც იგივე იყო, როდესაც ამბობდა, რომ „ჩიტი ვეღარ გაფრინდება არჩევნებზე“ ისეთ კოდექსს მივიღებო. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ გაემართლებინა თავისი შესვლა, ამათაც ეს მოტივი აქვთ.

ხალხის პრობლემები და პოლიტიკური ელიტის პრობლემები აცდენილია ერთმანეთისგან. პარლამენტში შესული პარტიები ისეთი ხალისით ჩაერთნენ ამ ამბებში, თითქოს პრეისტორია არ ყოფილა. ის 6 თვე რას აკეთებდნენ, რატომ იყვნენ ქუჩაში, თუ ასეთი კონსტრუქციულობანას თამაში იყო მათი ამოცანა, შესულიყვნენ პირველივე დღიდან. ისე ვატყობ, რიგგარეშე არჩევნები აღარც აინტერესებთ იმ მცირე პარტიებს, რომლებიც იქ არიან. ჯერჯერობით რასაც ვისმენთ ეს არის ჭიდაობა მერის არჩევნებზე, თუ ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი, ეს არის აბსოლუტურად სხვა სტრატეგია და არა იწილო-ბიწილო მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ პროცესის შუაში და აცდენა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის არის ძალიან მაღალი.

ვინც ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს ვითომ-ვითომ პოლიტიკოსები არიან. ეტყობა პოლიტტექნოლოგიებში საერთოდ ვერ ერკვევიან, აქ მთავარი ის კი არ არის, რა შედეგი დაიდება, 100%-იანი შედეგიც რომ დადონ ხელისუფლება მაინც არ მიიღებს. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ამდენი ხანი რომ ამტკიცებდი არჩევნები გაყალბდა, ახლა უსუსური არგუმენტაციით აზრი არ აქვს ლაპარაკსო, რატომ არ აქვს აზრი? უნდა მოიყვანონ თამარ ჟვანია და დაიკითხონ ისინი საჯაროდ, საზოგადოების რწმენის ნაწილად რომ აქციეს ყველაფერი ასე არ არის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო