იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თამარ გვარამაძემ და გიორგი ბურჯანაძემ რატი ბრეგაძეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობა სამინისტროსთან ნაყოფიერი და ეფექტიანი იქნება. როგორც შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზად არის პარტნიორობისათვის და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფლებების დაცულობის ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება. თამარ გვარამაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობა ინტენსიური დღის წესრიგით წარიმართოს. მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო