კახა ოქრიაშვილი - არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მინდა საზოგადოებას გავუზიარო ჩემი მოსაზრება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ჩაატაროს კვლევა და ჰკითხოს აზრი საკუთარ ამომრჩეველს. კიევში მელიასთან და სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, როგორც პარტნიორი პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, ეს საკითხიც იქნა განხილული. კვლევის შედეგებს პარტიის არჩეული თავმჯდომარე რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

ჩვენ განვიხილეთ სამი გზა - პარლამენტში შესვლა, არშესვლა და ე.წ. ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც გულისხმობს არშესვლას, მაგრამ მუშაობას მხოლოდ ორი საკითხის, სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციის რეალური რეფორმის გარშემო.

რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მე არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს: არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე, ვერ წარმომიდგენია მუშაობა კომიტეტებში.

შექმნილ ვითარებაში, ჩემთვის მისაღებია მესამე, ჰიბრიდული ვარიანტი, შემოდგომის 43%-იან პლებისციტამდე, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ პლებისციტის შედეგებსაც ისევე გაგვიყალბებს, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა, მაშინ ხალხიცა და ოპოზიციაც ქუჩაში უნდა გავიდეთ!“ - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს