განათლების სამინისტროსთან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანი, რომელიც მრავალგზის არის ნასამართლევი მძიმე დანაშაულებისთვის, ტექნიკურ უნივერსიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არის ამორალური. უკვე სამი დღეა ვშიმშილობთ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა სამინისტროს მხრიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შევხვდეთ მინისტრს და მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ დავით გურგენიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

განათლების სამინისტროსთან მოშიმშილე სტუდენტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა. ის აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და მათ მდგომარეობას გაეცნო.

ვაშაძის თქმით, სტუდენტების მოთხოვნა ძალიან მარტივია, რადგან მრავალჯერ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი და განათლების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს არსებული ვითარებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო