მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა თუ არ შევა, ერთი ფასი ექნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა თუ არ შევა, ერთი ფასი ექნება“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოდის იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავი შეიყვანა.

“ პირადად ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, თუ არ შემოვა ერთი ფასი ექნება. უბრალოდ, შემოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ, რომ გაამწვავონ სიტუაცია, სუბიექტურად აწყობთ მათ, ისინი ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავად შეიყვანეს თავი, ვერ გამოდიან, ახლა ცდილობენ საუკეთესო გამოსავლი ნახონ და ისე შემოვიდნენ პარლამენტში, სხვა გზა არ აქვთ“, - აღნიშნავს მდინარაძე და აცხადებს რომ, ზოგადად, დემოკრატიისთვის კარგია თუ ყველა არჩეული დეპუტატი იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.

მამუკა მდინარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდრაზეც ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური და დესტრუქციული გეგმები ჩავარდა.

„ რაც შეეხება მელიას ვიზიტს, აქ გასაკვირი არაფერი იყო, მან თავის ხელმძღვანელს, თავის უფროს მოახსენა იმ გეგმების, თუ გეგმების ჩავარდნის შესახებ, რომელიც საქართველოში იყო. აბსოლუტურად სხვა გეგმები ჰქონდათ. ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათი ეს გეგმები ჩავარდა. ეს გეგმები იყო რევოლუციური და დესტრუქციული. უკავშირდებოდა ქაოსს და წყლის ამღვრევას, სადაც მერე უნდოდათ თევზი დაეჭირათ, მაგრამ ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათ ეს ვერ მოახერხეს“, -აღნიშნავს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო