იაგო ხვიჩია - არანაირი შედარება არ მინდა ერთმანეთთან, თუ 2 წლის წინანდელს ვივიწყებთ, რთულია, მაგრამ 10 და 14 წლის წინანდელის დავიწყებაზეც ვიფიქროთ

არანაირი შედარება არ მინდა ერთმანეთთან, უბრალოდ მინდა, რომ დასავიწყებელ თარიღებში, თუ ორი წლის წინანდელს ვივიწყებთ, 10 და 14 წლის წინანდელის დავიწყებაზეც ვიფიქროთ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. აღნიშნულით მან ხელისუფლების წევრების კომენატრებს უპასუხა, რომელიც „გირჩის“ ინიციატივას ეხებოდა. მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ 20 ივნისის და 7 ნოემბრის ერთმანეთთან შედარება მიუღებელია.

„მე მგონი, ჩემ აზრზე არიან, მაგრამ ჩემი პროექტი გაიგეს არასწორად, იმიტომ რომ დღეს რაც წავიკითხე „ქართული ოცნების“ კომენტარები ასეთი იყო, როგორ ადარებენ ერთმანეთს 26 მაისს, 7 ნოემბერს და 20 ივნისსო. ღმერთია, მოწმე, მსგავსი რამ მე არ მითქვამს, მე უბრალოდ ვთქვი, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული ძალის გამოყენება შევამოწმოთ და რაღაცები ერთმანეთს ვაპატიოთ, რისი პატიებაც შეგვიძლია. მე აზრადაც არ მომსვლია სხვადასხვა პარტიისთვის საკრალური სხვადასხვა თარიღები ერთმანეთისთვის შემედარებინა, რადგან ეს წამგებიანი იქნებოდა ყველასთვის. არანაირი შედარება არ მინდა ერთმანეთთან, უბრალოდ მინდა, რომ დასავიწყებელ თარიღებში, თუ ორი წლის წინანდელს ვივიწყებთ, მესმის, რომ რთულია, მაგრამ 10 და 14 წლის წინანდელის დავიწყებაზეც უნდა ვიფიქროთ, ეს არის ჩემი ინიციატივა და მჯერა, რომ ახლო საუბრების დროს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციას გავაგებინებ, რისი თქმა მინდა სინამდვილეში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს