ნათია მეზვრიშვილი - საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, მიშელის დოკუმენტშიც აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიშელის დოკუმენტში აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში.მისივე შეფასებით, რეფორმა ვერ იქნება ფუნდამენტური, თუ უსასრულოდ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, თუმცა, არსებული გამოწვევების ფონზე - მეორეხარისხოვანი ცვლილებების განხორციელება.

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს, რაც შეუძლებელია აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების შეფასების გარეშე.

ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე.

შარლ მიშელის დოკუმენტშიც აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში. ცალსახაა, რომ რეფორმა ვერ იქნება ფუნდამენტური, თუ უსასრულოდ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, თუმცა, არსებული გამოწვევების ფონზე - მეორეხარისხოვანი ცვლილებების განხორციელება და არ გადაიჭრება სისტემის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა. იქ, სადაც პრობლემა საფუძველშია, რამდენიც არ უნდა დავაშენოთ ზედ, შედეგი ვერ იქნება და ვხედავთ, რომ არც არის.

ამიტომ, შემდგომი რეფორმირების პროცესში ყველა ცვლილების განხორციელების წინ პირველი კითხვა, რაც ყველა აქტორის მხრიდან უნდა დაისვას, არის - პასუხობს თუ არა შემოთავაზებული მოდელი მიზანს.

სხვაგვარად, შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ მოჩვენებითი ცვლილებებით კმაყოფილება და ვაღიაროთ მაინც, რომ რეალური რეფორმის განხორციელება უბრალოდ არ გვინდა“, - წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს