"გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" წევრები მსვლელობით „დედაენის ბაღში“ მივიდნენ

"გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" წევრები და მხარდამჭერები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მსვლელობით „დედაენის ბაღში“ მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ეროვნულ სტადიონთან შეიკრიბნენ და მსვლელობით „დედაენის ბაღისკენ“ გაემართნენ. მათ ჰქონდათ პლაკატები წარწერით -" აქ კონკია არავინ არ არის", "გაუქმდეს კომენდანტი, მოიხსნას შეზღუდვები, გაიხსნას საზღვრები".

როგორც "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, უნდა მოიხსნას "კომენდანტის საათი", ამასთან, ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებშია გამოწერილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა