ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს - ჩვენ აქ ვართ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, ამიტომ პროცენტები და თავები სხვაგან დაითვალეთ

ჩვენ აქ ვართ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, ამიტომ პროცენტები და თავები სხვაგან დაითვალეთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ 3%-იანი მხარდაჭერის პირობებში პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები საზოგადოების სახელით არ უნდა საუბრობდნენ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს პირდაპირ ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლებმა „არგუმენტი“ მხარდაჭერის რაოდენობასთან დაკავშირებით გვერდით უნდა გადადოს.

„გუშინაც იგივე თქვით და დავტოვე სივრცე, მეგონა აღარ გაიმეორებდით, მაგრამ გაიმეორეთ, ამიტომ აუცილებლად უნდა გიპასუხოთ. შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ წაიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რამდენიმე პროცენტი მიიღო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვამაყობ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და შემოხაზა პერსონალურად ანა ნაცვლიშვილი ან პარტია „ლელო“. ძალიან გთხოვთ, რომ ეს „არგუმენტი“ ერთხელ და სამუდამოდ, გადადოთ გვერდზე, ჩვენ აქ ვართ თანასწორუფლებიანი კოლეგები და თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით, 19 აპრილის შეთანხმებაც იქნება, სამწუხაროდ, ფარატინა ქაღალდი და მინდა მოგიწოდოთ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობისკენ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებთ. ეს იყოს ბოლო, ეს არის თხოვნა და მოთხოვნა, ამავდროულად. ჩვენ აქ ვართ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, ამიტომ პროცენტები და თავები სხვაგან დაითვალეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილზე საუბრობს პარტია „ლელო“, როდესაც აცხადებს, რომ ცესკო-ს მხარდაჭერა არ აქვს, იმ პირობებში, რომ მას მოსახლეობის 3%-ის მხარდაჭერა აქვს.

„არ ვიცი თქვენ პირადად როგორ ზომავთ საზოგადოების ნდობას და რამდენია რიცხვში ეს ნდობა და ვიცით, რომ პარტია „ლელოს“ 3%-იანი ნდობა აქვს საზოგადოებისგან. თქვენ თუ ამ 3%-ის სახელით საუბრობთ, რომ ცესკო-ს არ აქვს ნდობა, არ ვიცი, მაგრამ მე ეს აღქმა არ მაქვს რომ ნდობა არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს