ანა ნაცვლიშვილი - ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მხარდაჭერისგან, მზად ვართ მუშაობის გასაგრძელებლად

„ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მხარდაჭერისგან. მზად ვართ მუშაობის გასაგრძელებლად“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები რჩება, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი და პროცედურა.

„ის კანონპროექტი, რომელსაც ახლა იხილავს პარლამენტი არის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით. ამისთვის ბევრი მუშაობა დაგვჭირდა. თუმცა რჩება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი და პროცედურა, იმის მიხედვით თუ როგორ ჩამოყალიბდება ეს საპარლამენტო განხილვების შედეგად, დავინახავთ, შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება რეალურად სრულდება თუ ფორმალისტურად. მინდა მადლობა გადავუხადო დღეს კომიტეტზე მოსულ ექსპერტებს, პარტიებს, არასამთავრობოებს. მათი მხრიდანაც გამოითქვა რიგი საკითხები, რაც საჭიროებს გააზრებას და გათვალისწინებას. ამ საკითხებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს საპარლამენტო ფორმატში. შესაბამისად, ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ მხარდაჭერისგან. მზად ვართ მუშაობის გასაგრძელებლად“ , - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 საათიანი განხილვების შემდეგ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა