შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს, ყველას მოვუწოდებ, ამაზე დაფიქრდეს

ხშირად დეტალებს გვიმალავენ, ცდილობენ მითებით, ემოციაზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, თუკი ვინმეს დღეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ამაზე ყველა დაფიქრდეს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი“ და ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტია საქართველოში.

"კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა და არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გადავიდეს საგნობრივ დისკუსიაზე და არ უსმინოს იმ მითებს და ემოციურ მოწოდებებს, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება ერთი მხრივ, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას - ეს არის დიდი სურათი. „ნამახვანჰესი“ და ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. იმ კითხვებთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ მზად არის როგორ მთავრობა, ასევე კომპანია თუ ექპერტთა ჯგუფები გასცენ პასუხები კონკრეტულ კითხვებს და არა იმ ემოციურ მითებს, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთან მკვიდრდებოდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, საღად შევხედოთ ყველა საკითხს, დავინტერესდეთ დეტალებით , ვინაიდან, ხშირად დეტალებს გვიმალავენ და ცდილობენ მითებით, ემოციაზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, თუ კი ვინმეს დღეს ჩვენი ელექტროდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას ამაზე დაფიქრდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს