ბადრი ჯაფარიძე - ჩემი სურვილია, პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შემოსვლის შედეგად

„ლელოს“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლით, ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში, თუმცა სასურველი იქნება, პარტია აღნიშნულ საკითხს დათანხმდეს.

„ჩემი სურვილი იქნება, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შემოსვლის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება ოპოზიციური ფლანგისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად და იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს. საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, თუმცა, ეს ჩემი სურვილია. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო