ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე - ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა

ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„გახარიაზე რა უნდა გითხრათ?! ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა. ყველას და ყველაფერს სახელი დაერქმევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა