რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა.

ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადებით, საერთოდ არ არის საჭირო აღნიშნული ჰესის აშენება.

"მეცნიერები, როგორც ამბობენ, არ არის ისეთი ადგილი შერჩეული. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეგეთი რაღაცების აშენება არც არის საჭირო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით კი, ისინი გულისტკივილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ "ერთხელ ხდება, სამწუხაროდ ქართული მიწის გასხვისება".

„ჩვენი აზრით, ქართული მიწის გასხვისება არც ქართულ კომპანიაზე და მითუმეტეს, არც უცხოურ კომპანიაზე არ შეიძლება, დაუშვებელია. ქართული მიწა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ეს არის მიზეზი ჩვენი აქ მოსვლის და აქციის ორგანიზატორების თანადგომის გამოხატვა. ქართული მიწის 100 წლით უცხოურ კომპანიაზე გასხვისება, ნიშნავს, რომ ეს მიწა მათ საკუთრებაშია. მითუმეტეს საუბარია, არა ერთ ათას კვადრატულზე, არამედ საუბარია 600 ჰექტარზე მეტი მიწის გასხვისებაზე“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო