მიხეილ სარჯველაძე - ლოგიკური იქნება თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტზე და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების" მიერ

ლოგიკური იქნება თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების" მიერ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პროექტი შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ დებულებებს ითვალისწინებს.

„ორივე კანონპროექტი თვისობრივად ერთი და იგივე საკითხებს არეგულირებს და ორივეს ერთდროულად მიღება ალოგიკური იქნება. ლოგიკური იქნება თუკი შევჯერდებით ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ გაცილებით მეტია ხარისხი დამთხვევისა შარლ მიშელის დოკუმენტთან და მის არსთან. ყველა ლოგიკით ის განმასხვავებელი ფაქტორები, რომელიც ფიქსირდება 2 კანონპროექტს შორის, უფრო ლოგიკურად და დასაბუთებლად ახსნილია პოზიცია, რომელიც გატარებულია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ჩვენ ვეყრდნობით შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ყველა სამართალდარღვევა დაკავშირებული 20 ივნისთან, ექვემდებარება ამნისტირებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ იმ დებულებებს, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები იწყება. ამნისტიის შესახებ 2 დამოუკიდებელ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს