დავით სერგეენკო - ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს

ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ოპოზიციის კრიტიკას, რომ მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი, რომ პირზე იმ შემთხვევაში გავრცელდება ამნისტია, თუკი ის ამაზე უარს არ იტყვის, სპეციალურად ნიკა მელიას გამოა ჩადებული.

სერგეენკოს თქმით, არავინ აპირებს ნიკა მელიასთვის შექმნას ქვეყანაში კანონები. ამასთან, სერგეენკო იმედოვნებს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება.

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციაზე, მის შემადგენლობაზე არამცთუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციის და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ ნიშნავს, რომ იგივე ფორმით გადაიქცევა კანონად. ამას მოჰყვება პლენარული სხდომის დებატები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი არგუმენტები გამოიყენოს, რომ ყველასთვის მისაღები და სამართლიანი კანონი იქნას მიღებული. ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს. არავინ აპირებს მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას ქვეყანაში კანონები,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ამნისტიის შესახებ 2 დამოუკიდებელ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს